„უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს და ამათ ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიასა და ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ეხმაურება.
ელისაშვილის განცხადებით, დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება:
გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში „მთის ამბების“ რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.
„უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს და ამათ ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული. გახარიაც და ზვიად ქორიძეც კარგად იქნებიან და თქვენ, რუსებზე სულგაყიდულ ქოცებს არაფერი გეშველებათ. ამ თქვენი ცემა ტყეპების და რეპრესიების არავის გვეშინია, თქვენ კი აუცილებლად აგებთ ყველაფერზე პასუხს“ – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს და ამათ ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული. გახარიაც…
Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025