LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვა ნახე, მაგარი კაცი” – კალაძის ყურადღება კიდევ ერთმა ქუჩის ძაღლმა მიიპყრო [ვიდეო]

kaxaa

თბილისის მერის კახა კალაძის ყურადღება პირდაპირი ჩართვის დროს, ქუჩის ძაღლმა მიიპყრო. გლდანის დეპოში, რეაბილიტირებული ვაგონების დასათვალიერებლად მისულმა კახა კალაძემ, იქვე მყოფ ძაღლს მოეფერა.

“ვა, ნახე, მაგარი კაცი, რაო ე?” – მიმართა კალაძემ ძაღლს და პირდაპირი ჩართვა მხოლოდ მისი მოფერების შემდეგ განაგრძო.

მერის სიყვარული ცხოველების მიმართ ახალი თემა არაა. შეგახსენებთ, კახა კალაძემ თავშესაფრიდან მეტისი წამოიყვანა და მას მერიაში აცხოვრებს. ძაღლი სახელად “ტიფანი”, წინა წელს საკმაოდ აქტუალური იყო. კახა კალაძე მასთან ერთად უამრავ ფოტოებს აქვეყნებდა. ტიფანი ესწრებოდა მთავრობის სხდომებსაც.

მერმა თქვა, რომ ტიფანი რომ ბიჭი ყოფილიყო, ფეხბურთის თამაშსაც ასწავლიდა.

ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით, ძაღლების მიმართ ყველამ ძალიან კარგად იცის. ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ როგორი პატარა იყო, როცა

კალაძე ტიფანიზე: გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი

“გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლი”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ძაღლ ტიფანისთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს Facebook-ზე კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი მეტისის ლეკვის, ტიფანის ფოტოები გავრცელდა. მათზე ჩანს, რომ ძაღლი მერიის ეზოში, მომცრო გალიაში ცხოვრობს. ჟურნალისტების კითხვაც სწორედ ამ ფოტოებს უკავშირდებოდა. “ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ ძალიან […]

თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა ძაღლს. დღეს, ძალიან კარგად არის, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად სამჯერ ის სეირნობს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ასევე ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას. ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა ჩემთან ერთად ადის წყნეთში, გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი ნამდვილად,” – განაცხადა კალაძემ. 

თათბირი ტიფანისთან - კალაძის ახალი ფოტოები თავშესაფრიდან წამოყვანილ ლეკვთან

თბილისის მერი კახა კალაძე თავშესაფრიდან წამოყვანილ ძაღლთან თამაშობს. ფოტოებს ირაკლი გაფრინდაშვილი ავრცელებს. ლეკვი კახა კალაძემ ცხოველთა თავშესაფრიდან გასულ კვირას წამოიყვანა. ძაღლს ტიფანი დაარქვეს და ის მერიაში, მერის კაბინეტთან ახლოს ცხოვრობს. თბილისის მერმა ძაღლს სახელი სოციალური ქსელის მეგობრების დახმარებით შეურჩია. სოციალურ ქსელში ლეკვს “კონკიასაც” ეძახიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები