LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ – ყველაზე ემოციური სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა „არ დაიდარდოში“

3796
song

დღეს „არ დაიდარდოს“ ეთერში „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა.

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაწყვიტა ცნობილი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია ჩაეწერა, რომლის ტექსტიც მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის. სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა და მასში მონაწილეობა 25-მა ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა მიიღო.

მომღერლები: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურცკაია, ლადო ჯანელიძე.

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები (2019)

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები