LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის პოეტი, მიშო დადიანი დაჭრეს

204
მიშო დადიანი

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის პოეტი, მიშო დადიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

“კურიერის” ინფორმაციით, მიშო დადიანს რამდენიმე დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თუმცა, რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.დაკავებული არავინ არის. გამოძიება ჯანრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები