LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ერს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

169
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

სალომე ზურაბიშვილი: ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს.

„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები