LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაგონში 3-4 ადამიანი ვიჯექით ქართულად მოლაპარაკე, დანარჩენები – სასმელებით გამობრუჟული მეზობლები! ერთი ახალგაზრდა მეუბნება, რა გინდა, რუსები აქ ფულს ხარჯავენო“ – რას წერს გია ნაცვლიშვილი?

584
გია ნაცვლიშვილი

მუსიკოსი, კვარტეტ „ოთხი გიას“ ერთ-ერთი წევრი გია ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მომავალ მატარებელში „სულ რუსები იყვნენ, რის გამოც საკუთარ სახლში თავი უცხოელად მოეჩვენა“.

როგორც გია ნაცვლიშვილი წერს, „ვაგონში მხოლოდ 3-4 ადამიანი ისხდა ქართულად მოლაპარაკე, დანარჩენები კი… ნარკოტიკებით და სპირტიანი სასმელებით გამობრუჟული, უზრდელი ჩრდილოელი მეზობლები გახლდნენ!!!“.

„გუშინ მატარებლით ჩამოვედი ბათუმიდან და ცხოვრებაში პირველად, საკუთარ სახლში თავი უცხოელად მომეჩვენა! ვაგონში მხოლოდ 3-4 ადამიანი ვიჯექით ქართულად მოლაპარაკე, დანარჩენები კი… ნარკოტიკებით და სპირტიანი სასმელებით გამობრუჟული, უზრდელი ჩრდილოელი მეზობლები გახლდნენ!!! ვერ გაიგებდით, ვინ ქალი იყო და ვინ კაცი, ვინ ვის ეჯდა კალთაში… ვაგონიდან გავედი, გამცილებელი (ახალგაზრდა კაცი) მაშინვე მიხვდა ჩემი გასვლის მიზეზს და გამომელაპარაკა, მანაც გაიზიარა ჩემი აღშფოთება და უარესები მომიყვა! ამ დროს, ვიღაც 30 წლამდე ახალგაზრდა მომიახლოვდა და მეუბნება: ბიძაჩემო, რა გინდა ამ რუსებისგან, ჩამოდიან, ფულს ხარჯავენ და „გულაობენო“. „კვალიფიციური“ პასუხი კი გავეცი, მაგრამ… სანამ საქართველოში ასე იაზროვნებენ, არაფერი გვეშველება!!!“, – წერს გია ნაცვლიშვილი.

 

გუშინ მატარებლით ჩამოვედი ბათუმიდან და ცხოვრებაში პირველად, საკუთარ სახლში თავი უცხოელად მომეჩვენა! ვაგონში მხოლოდ 3-4…

Posted by Gia Natsvlishvili on Wednesday, 7 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g