ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
„შეუსრულებელ 29 წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო… ამ უსამართლობას ნამდვილად არ ჩაიფიქრებდი“ – ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ, 2024 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა, დღეს 29 წლის გახდებოდა. ვიდეო: „18 აპრილს დედიკო 29 წლის გახდებოდა, თქვენ ხართ მისი სიცოცხლის გამგრძელებელი, დედიკო ასახელეთ დედიკოს შოშიებო“ – რა კადრებს აქვეყნებს ტყუპებზე მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი, რომელიც შორენას შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს, „ფეისბუკში“ […]
„ვაი რომ ამ საშინელი სიზმრიდან ვერ გამოდიხარ, გინდა გაიქცე გამოფხიზლდე და თავს ვერ აღწევს, ბორგავს ოხრავ და სიზმარშიც კი იცი რომ შორენა აღარასდროს დაბრუნდება.
შევციცინებთ ამ ორ პატარა ანგელოზს და ტკივილს გულში ვიკლავთ, ეს ფერადი სამყარო თავთეთრად გადაგვიქციეს“, – წერს გიგა ცხელიშვილი.
შორენა ონიანი, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ, 2024 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.