LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე 20%-ით გაიზარდა – რომელია უფრო მოთხოვნადი სფერო PMCG-ის მიხედვით

136
ვაკანსია-დასაქმება

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 38,836 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ თვიურად 0.5%-ით მცირდებოდა.

ამასთან, 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წელთან შედარებით, 67.5%-ით გაიზარდა – PMCG

კვლევის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 7,047 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 42.5%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMCG-ს თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 10,658 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.4%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ასევე, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 9,008 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა – IRI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g