LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა – IRI

129
მოსახლეობა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% თვლის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა. 46%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების საფასური და მაღალი გადასახადებია, ამას მოჰყვება სიღარიბე, რომელსაც მოსახლეობის 16% აძლევს ხმას.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემად განათლებას მოსახლეობის 6% ასახელებს, ხოლო ჯანდაცვას 4%. ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მცირე ბიზნესების ხელშეწყობა, რომელსაც ხმას მოსახლეობის 3% აძლევს.

IRI-ს თანახმად, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რეგიონებშიც – აქაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ანუ 38% თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა, 35% კი მაღალ ფასებს ასახელებს.

ასევე, რეგიონებში მიიჩნევენ, რომ მათი ქალაქების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგებაა – 22% ინფრასტრუქტურას აძლევს ხმას, ხოლო 13% – წყალმომარაგებას.

 

გამოკითხულთა 48% რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ემხრობა, 46% კი წინააღმდეგია – IRI

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისის მოსახლეობის 57% ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით უკმაყოფილოა – IRI-ის კვლევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g