საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 57% უკმაყოფილოა ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით.
კითხვაზე, მოგწონთ თუ არა თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა: მოსახლეობის 35% ამბობს, რომ სრულად არ მოსწონს.
- 22% ამბობს, რომ გარკვეულწილად არ მოსწონს
- 25%-ს გარკვეულწილად მოსწონს
- ხოლო 14%-ს სრულად მოსწონს
- 4%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე
ამავდროულად, თბილისის მოსახლეობის 47% უკმაყოფილოა ქალაქის მერის მუშაობით, 44% კმაყოფილია, ხოლო 8%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.
კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.
IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%
IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
IRI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილმა გადაასწრო
IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს – 72%-ს, პოლიციის – 63%-ს