LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს – 72%-ს, პოლიციის – 63%-ს

126
ფორტუნა - 2023-04-25T130901.157

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77%-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72%-ს მოსწონს, მესამე პოზიციაზეა ქართული პოლიცია 63%-ით.

შემდეგ 62%-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება.

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

კითხვაზე, ზოგადად, იტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით? – მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ შერჩეული გზა სწორია.

  • 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს
  • 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს
  • 41 % – პრემიერ-მინისტრის ოფისს
  • 39 % – პრეზიდენტის ადმინისტრაციას
  • 39 % – სასამართლოებს
  • 36% – ეროვნულ ბანკს
  • 36% – პარლამენტს
  • 36% – პროკურატურას
  • 32 % კი – პოლიტიკურ პარტიებს.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g