LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკარჩუკმა იაშვილის საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი ბიჭი მოინახულა – “მიხარია, რომ ამ შესანიშნავ საავადმყოფოში მოხვდა”

181
ing

საქართველოში მყოფმა უკრაინელმა მუსიკოსმა, Okean Elzy-ს სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში მოინახულა უკრაინელი ბავშვი, რომელიც მარიუპოლში, დაბომბვის დროს დაშავდა.

ფოტო: სვიატოსლავ ვაკარჩუკი საქართველოშია – “ოქროს კაცი ჩამოვიდა, ძალიან მაგარ კონცერტს გვპირდება”

როგორც ვაკარჩუკმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ უკრაინელ მოზარდს შესანიშნავ საავადმყოფოში, შესანიშნავი ექიმები მკურნალობენ:

“აქ უკრაინელი ბიჭია მარიუპოლიდან, მძიმედაა დაჭრილი… რუსული ბომბი მის სახლთან ახლოს დაეცა, ხერხემალი და ტვინი დაუზიანდა.

მიხარია, რომ ამ შესანიშნავ საავადმყოფოში, ამ შესანიშნავ ექიმებთან მოხვდა.

მთელი მისი ოჯახი აქ არის, დედამისის გარდა, დედამისი უკრაინელი უკრაინელი ჯარისკაცია და ახლა იბრძვის”, – ამბობს მომღერალი.

შეგახსენებთ, უკრაინელი მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი Tbilisi Open Air-ზე გამოდის.

სახლში მყავდა ჩვენი უკრაინელი გოგო. გაიღვიძა, ნაცნობი ხმა ესმის და გაბრწყინებული სახით მეკითხება თათა ეს ის არის რაც მგონია? – თათა ფერაძე სვიატოსლავ ვაკარჩუკის და უკრაინელი გოგონას გაცნობის შესახებ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრიანაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები