ვაკისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება, რამდენიმე დღეში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მაგისტრალის ახალი, 300-მეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან დაიწყებს.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 22 დეკემბერის 10:00 საათიდან 23 დეკემბერის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
- ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის მცირე ნაწილს, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩებს
- საბურთალოს რაიონში: საირმის გორას, ცინცაძის,შევარდენიძისა და კატროზიას ქუჩებს.