LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ნიკოლავა: „მიკვირს, “შპს ჩორტივოზნაეტის” აშენებულ სახლებში ბინებს რომ ყიდულობთ და იქ შვილებს აცხოვრებთ…“

760
vaxonews

მშენებელი ვახო ნიკოლავა ბათუმის ტრაგედიიდან გამომდინარე ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე წერს:

„ცუდია, ამას რომ ვწერ, როგორც მშენებელი, მაგრამ არ თქმა დანაშაულია.

პრობლემა ახლა დიდი გვაქვს ძველი აშენებული სახლების, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რა პრობლემის წინაშეც დავდგებით მალე და ამას გამოიწვევს ძაღლის და ღორის მიერ აშენებული კორპუსები, რომელშიც არ ვიცით, რა მეტალს, რა ბეტონს და რა ტექნოლოგიას იყენებენ. მიკვირს, “შპს ჩორტივოზნაეტის” აშენებულ სახლებში ბინებს რომ ყიდულობთ და იქ შვილებს აცხოვრებთ. “მშენებელმა” ააშენა, დაიხურა ქუდი და წავიდა, ალბათ, უმეტესმა თქვენგანმა, ვინც ასეთი სამშენებლო კომპანიების აშენებულ სახლებში ცხოვრობთ, არც კი იცით, ვინაა, ან სადაა მშენებელი. ერთი სართულის თუნდაც ერთი კოლონის არასწორი ან უხარისხო მასალით გაკეთებაა საკმარისი, რომ დაინგრეს კორპუსი. როგორ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებს, მიკვირს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g