LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია: „ეს შეგვაშინებს და დაგვთრგუნავს ჩვენ? პირიქით,  შეუდარებლად გვაძლიერებს…“

136
vaxosanai202345

ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. საკუთარ თავდამსხმელებს, რომლებსაც მათი ნათესავები „ბავშვებად“ მოიხსენიებენ, ტელეჟურნალისტი ძალად ძველ ბიჭეს უწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ბულინგი ჟურნალისტების მიმართ ქმედითი არ არის.

ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი

გთავაზობთ ვახო სანაიას პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა:

„ეს ჩმორები ხომ მათ ზემოთ მდგომი ჩმორებით ბლატაობენ უბანში. და ის მთავრობასთან დაახლოებული ჩმორები, ხან კორცხელში რომ გზავნიან და ჩვეულებრივი განეცები არიან, ყველაზე სასაცილოები იცით, როდის ხდებიან – რაღაც რომ მოხდება და ეს მოძალადე სი…ბი ბუჩქებში იმალებიან, სადარბაზოებში კი ქალებს ამორიგევებენ, იქნებ, ჟურნალისტებს უთხრან, რა კარგი ,,ბავშვები არიან”, მხოლოდ საგუნდაოდ რომ ჩადიან ხოლმე უბანში :)))))))))))))))

ეს ძალად ძველი ბიჭები უცებ ,,ბავშვებად” რომ გადაიქცევიან და ეს ამბავი მთელ ქვეყანას დედამ, მამიდამ, ბიცოლამ უნდა აცნობოს ტელევიზიით. ოღონდ ახლა გადაარჩინონ და ,,ბავშვიც” გახდება, მოგუნდავეც და ასე შემდეგ :)))))

აბა, როგორ იკადრებდნენ უკნიდან მოპარვას, წაქცეულზე თავდასხმას, ქალზე დარტყმას, ბავშვის ისტერიკაში ჩაგდებას…

მოგუნდავე ბავშვები :)))

ჩვენ უფრო მეტნი ვართ, განუზომლად ძლიერებიც. ეს ქვეყანა ვერ წავა იმ გზით, მათ როგორც სურთ და ჰგონიათ.

ძალადობაზე ერთადერთი წამალი ჭრის – არაძალადობრივი პასუხი. მხოლოდ ეს მიდგომა კურნავს. როცა ამ პროფესიაში ხარ და ამ ქვეყანაში, მზადა ხარ მუშტისთვის, ჯოხისთვის, იარაღისთვის, ციხისთვის – ყველაფრისთვის. ეს შეგვაშინებს და დაგვთრგუნავს ჩვენ ? :)) პირიქით,  შეუდარებლად გვაძლიერებს. ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ თავიანთი განცხადებებით აბულინგებენ ჟურნალისტებს. აი, ვოლსკის ჰგონია, რომ რომელიმე ჟურნალისტს დათრგუნავს, თუ ზონდერს დაუძახებს ? :))))))) ამ 20-22 წლის გოგო-ბიჭებს მიკროფონებით რომ ათენებენ და აღამებენ, მოუგებენ და წაართმევენ ქვეყანას პარლამენტსა და თუ ქუჩებში ჩაცუცქულები? რომ იცოდეთ, როგორ ცდებით.

ქუჩაში ხელის მომქნევ ზომბებსაც ეშველებათ; ფეისბუქში რომ იქნევენ ხელებს, მათაც ეშველებათ; საერთოდ მთელ ქვეყანას მიეცემა შანსი. ბაჩოსაც ვუშველით და გურისაც :)))) ეგენიც ჩვენები არიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g