LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია: „ხალხის დასარბევად რომ გაგიყვანეს 5 ივლისს, ციხეში ხარ, შენი ოჯახი კი ისევ მშიერია, რადგან ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, „ქართულ ოცნებასაც“, იმ ვასაძესაც, იმ მეუფესაც…“

105
vaxosanaia276

ტელეჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში მათ მიმართავს, ვინც 5 ივლისის დარბევებში მონაწილეობდა, ახლა კი ციხეში სხედან და განაჩენებს ელოდებიან.

ვახო სანაია:

„ქვეყნის დარდი რას დააძინებდა, მაგრამ დილისკენ თუ მაინც ცოტა ხნით ჩათვლიმა ქართული ოცნების რომელიმე ლიდერს,  წესით, უკვე ისევ სამშობლოზე ფიქრში იქნება ჩაძირული. ხომ გჯერათ ? სინამდვილეში სადმე მორიგ ,,პარაგრაფში” ისვენებს შაბათ-კვირას. ახლა ალბათ ყავა და კრუასანი უდევს წინ და ღია ფეხსაცმელი აცვია, პატარა წინდებით.

აი, შენ კი, ხალხის დასარბევად რომ გაგიყვანეს 5 ივლისს, ციხეში ხარ, შენი ოჯახი კი ისევ მშიერია, რადგან ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ. ქართულ ოცნებასაც, იმ ვასაძესაც, იმ მეუფესაც. ყველამ მოგატყუა. მხოლოდ თავისიანები დაიცვეს, მორგოშიები. აი, შენ კი ეგრევე გაგწირეს.

დაფიქრდი ამაზე. შენ საკანში გაიღვიძე, მორგოშიამ – სახლში, კოლექტიურმა მდინარაძემ – სადღაც პარაგრაფში, მღვდელი კი ახალ, ფერად ანაფორას ირგებს.

ნუ იქნები სულელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g