LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიას მეუღლე: „პრობლემა ჰქონდა ბავშვს, ამ შემთხვევის შემდეგ სამი დღე საჭმელს არ ჭამდა…“

107
vaxosanaai45

ტელეჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე „ტვ პირველის“ გადაცემას ესტუმრა და ისაუბრა უცნობისა და ვატო შაქარაშვილის განცხადებებზე, რომლებიც, მისი მოსაზრებით, ძალადობას ახალისებენ და უჭერენ მხარს.

თამუნა ყურაშვილმა თავდასხმის საღამოც გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მის მცირეწლოვან შვილს ამ შემთხვევის შემდეგ მკურნალობა დასჭირდა.

თამუნა ყურაშვილი:

„ვახომ რამდენიმე მუქარის წერილი მიიღო, რომლის დეტალებზეც ვერ ვისაუბრე, რადგან ამაზე ცალკეა აღძრული საქმე. საუბარია იმაზე, რომ თუკი ვახო აპატიებს თავდამსხმელებს, ჩვენც გაპატიებთ და ისინიცო. თუ ამას გააგრძელებთ, სახლშიც შემოგივარდებითო…

ვახო, ზოგადად, მშიშარა ადამიანი არ არის, მაგრამ ვახოს დედა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მის ოჯახს გამოუცდია ეს ყველაფერი და ნერვიულობს, განიცდის, სულ მობილიზებულია და კითხულობს, როდის წავიდა და როდის მოვიდა. ძიძა მეკითხება, ბავშვი რომ სასერინოდ გაჰყავს, საშიშია თუ არა. როდესაც ტელევიზიიდან გესმის მოწოდებები, ვთქვათ, ხაინდრავასგან, ვახოს წინააღმდეგ, ყველა დაძაბულია. მისგან პირდაპირი მუქარა იყო…

უცნობი რომ ამბობს, ბავშვმა იტირაო… ტირილზე არ არის, სამკურნალოდ ვიყავით, პრობლემა ჰქონდა ბავშვს, ამ შემთხვევის შემდეგ სამი დღე საჭმელს არ ჭამდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. დასტრესილი იყო… ეს არ არის, რომ ბავშვმა მხოლოდ იტირა… თუ მან არ იცის, შეუძლია, ფსიქოლოგებს ჰკითხოს, რომ 4 წლამდე ბავშვი ყველაზე მეტად განიცდის, როცა დიდ სტრესს გადის. ეს იყო ნამდვილად რთული პერიოდი. მინდა, რომ ეს პერიოდი მშვიდად დასრულდეს. სასამართლომ მიიღოს ის გადაეყვეტილება, რაც უნდა მიიღოს.წ არმოუდგენელია, როცა ადამიანებს მოუწოდებ მოძალადეებისმხარდასაჭერ აქციაზე მისვლისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g