LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიას პირველ ცოლს მის მეორე და მესამე ცოლებთან გადასარევი ურთიერთობა აქვს – „აგრესია არავის მიმართ მაქვს…“

2822
sanaianews345

ტელეჟურნალისტი, „იმედის“ ერთ-ერთი სახე, მარიკა ბაკურაძე და ჟურნალისტი ვახო სანაია ცოლ-ქმარი იყვნენ და მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. ამას წინათ, ვახო სანაიამ აღნიშნა, რომ მის პირველ ცოლს მესამესთან გადასარევი ურთიერთობა აქვს. მარიკა ბაკურაძეს მის ამ რეპლიკას „სარკესთან“ პასუხობს და აღნიშნავს:

„ვახომ თქვა, ჩემი პირველი და მესამე ცოლები გადასარევად არიან ერთმანეთთანო. მივწერე, დაამატე, რომ მეორესთანაც გადასარევად ვარ-მეთქი. ბევრი წელი გავიდა ჩვენი გაშორების შემდეგ, 8 თუ 9, აღარც მახსოვს ზუსტად და ახლა საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს მისი ცხოვრების? არანაირი. მით უმეტეს, რომ დედამთილთან არის ჩვენი მთავარი შეკრების ადგილი და ბავშვების გამო მუდმივად ვართ ყველა ერთმანეთთან კონტაქტში.

მე აგრესია არავის მიმართ მაქვს და ვახოს მეორე და მესამე ცოლებიც კარგ ურთიერთობაში არიან ჩემთან, მათთან ერთად, ბავშვებიც.

მე და ვახო იმდენად ძველი მეგობრები ვართ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ჯერ ვიყავით ჯგუფელები, მერე – უახლოესი მეგობრები, მერე – შეყვარებულები, მერე ცოლ-ქმარი და ახლა ვართ გაშორებული ცოლ-ქმარი, რომლებსაც ამხელა შვილები გვყავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g