LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა არ მიმაჩნია შემთხვევით ფაქტად – სააკაშვილი

127
misha vaxo

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მომხდარი პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რასაც ივანიშვილი გეგმავს.

„ვახო სანაიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში

და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე ვინც არ ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას ქვეყნის გენოციდის და ქართველებისგან დაცლის.

მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს შემთხვევით ფაქტად იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ. ივანიშვილს უნდა საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა – ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ!

ჩემი სოლიდარობა ვახო სანაიას და წარმატებები მის გაბედულ ჟურნალისტურ საქმიანობაში“. – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი

ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ჰქონდათ აგრესია: ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g