ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამივე ბრალდებულს, ვაჟა გიგაურს, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის, 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.