LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ცინცაძე: „იანვარ-მაისის მონაცემებით, ექსპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა“ 

450
ვახტანგ ცინცაძე

მიმდინარე წლის მაისში ექსპორტის, დაახლოებით, 15.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მისმა მოცულობამ 580.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეს მაისის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ამასთან, იანვარ-მაისში ექსპორტი 14.6%-ით გაიზარდა და  2.595.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

„იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რეკორდულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, რომელიც ასევე იანვარ-მაისის მაჩვენებლებით დაახლოებით 13.3%-ით არის გაზრდილი და 9.7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაისში სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს, ის 1.922.6 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.4%-ით მეტია. მაისში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ, სავაჭრო დეფიციტმა 760.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 151.7 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის ასევე რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა – ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.6 პროცენტით გაიზარდა და 23.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია და პოზიტიური დინამიკა წელს იანვარ-მაისის პერიოდშიც შენარჩუნებულია. 

„ზოგადად, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტს უწყობს ხელს, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება, ერთი მხრივ, როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g