LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური შეთავსებით უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე იმუშავებს (ვიდეო)

153
zugdidi (1)

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შსს მინისტრი დანიშნა. გიორგი გახარიას განმარტებით, ვახტანგ გომელაური აღნიშნულ პოსტზე შეთავსებით იმუშავებს. დღეს საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრემიერი გომელაურის დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა თავისუფალი, რაც ლევან იზორია რამდენიმე კვირის წინ გერმანიაში საქართველოს ელჩად გამწესდა.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/208953517173332/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g