10 მარტს, მაესტრო ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების ციკლიდან, კომპოზიტორის მორიგი კონცერტი გაიმართა.
პროგრამაში წარმოდგენილი იყო ნაწარმოებები: “Coniugationes”, სიმფონიურ სურათი „სალამბო“, სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“, „სევდა“-კინოფილმიდან „რუსული სამკუთხედი“ და კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, რომელიც მსმენელმა თავად ვახტანგ კახიძის შესრულებით მოისმინა.
კონცერტიდან ფრაგმენტი ერთ-ერთმა მსმენელმა გადაიღო.