ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რჩეულიშვილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ის თოდუას კლინიკაში დაახლოებით 1 საათის წინ გარდაიცვალა.
ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-2003 წლებში, მათ შორის 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე.