LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვაკის ხორცპროდუქტებმა” ახალი საფირმო მაღაზია გახსნა

781

 

ხორცპროდუქტების მწარმოებელმა ქარხანამ ”ვაკე” ახალი საფირმო მაღაზია გახსნა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა, ლევან ჩხაიძემ განუცხადა, აღნიშნული მაღაზია რიგით მეოთხეა და ის ჭავაჭავაძის 47 ნომერში მდებარეობს. ახალ მაღაზიაში 6 ადამიანი დასაქმდა.

ჩხაიძის ინფორმაციით, ”ვაკის ხორცპროდუქტები” საფირმო მაღაზიების ქსელის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს და 2016 წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 2 მაღაზიის გახსნას აპირებს.

”თუ იქნება შესაბამისი წარმოება, ბუნებრივია, გავხსნით ახალ მაღაზიებსაც. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ რეგიონების მიმართულებითაც. ჩვენი პროდუქცია დისტრიბუციის გზით ხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

როგორც ლევან ჩხაიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ”ვაკის ხორცპროდუქტები” აჭარის გარდა,  სრულიად საქართველოს მოიცავს და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აჭარის რეგიონის ასათვისებლადაც.

ხორცპროდუქტების საწარმო ”ვაკე” დაარსდა 1961 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g