LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორი: „რაღაც წილად, ყველა ერთად ვართ დამნაშავე საერთო საქმის წინაშე“

174
BeFunky-collage (84)

რაღაც წილად, ყველა ერთად ვართ დამნაშავე საერთო საქმის წინაშე, – აღნიშნულის შესახებ ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორმა შალვა ქურიძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საინჟინრო, ტექნიკურ ნაწილში მშენებელი ყველაფერს დამკვეთთან შეთანხმებით აკეთებს.

“მსგავსი მოვლენა არ უნდა მომხდარიყო. რაღაც წილად, ყველა ერთად ვართ დამნაშავე საერთო საქმის წინაშე…შეუძლებელია, რომ დამკვეთის გარეშე რამე გააკეთო, საინჟინრო, ტექნიკურ ნაწილში მშენებელი ყველაფერს დამკვეთთან შეთანხმებით აკეთებს. რაც შეეხება ჩემი პროექტის ცვლილებებს, ცვლილებების ავტორთან შეთანხმება ხდება არქიტექტურულ საკითხში და არა ტექნიკურ საკითხში. მოხდა სუფთა არქიტექტურული ცვლილება, შადრევნის დიზაინის ნაწილს რაღაც დეტალები გამოაკლდა და ჰორიზონტალური ნაწილი ზემოთ წამოიწია, რაც შეეხება სამშენებლო ნაწილს, ეს უკვე შემსრულებლის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა დამკვეთთან შეთანხმებით“, – განაცხადა ქურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე:

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

„ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – „დაკავება შეთანხმებით“.. დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე – ხუხაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიის გამო დაკავებულებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g