LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

54
vakis_parki1-82396

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, – ადვოკატები გირაოს მოთხოვნის ნაცვლად ბრალდებული პირების პირდაპირ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

„გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის – ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.

ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე:

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალდება წარუდგინეს

ადვოკატი: მერიის თანამშრომლისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები