LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მერიის თანამშრომლისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა

83
ლაშა ცუცქირიძე

„ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ მერიის თანამშრომელი საქმის შესახებ სასამართლოში ისაუბრებს.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, „ბატონმა გიორგიმ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად.“

„როგორც ჩვენთვის ცნობილია საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას, თუმცა, ჯერჯერობით ჩვენთვის ბრალდების შესახებ დადგენილება და საქმის მასალები არავის გადმოუცია.

ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. უშუალოდ საქმის დეტალებზე ის სასამართლოზე ისაუბრებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

დასმულ კითხვაზე, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა თუ ათანხმებდა ზემდგომთან, რამაც, შესაძლოა სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობაც წარმოაჩინოს, ადვოკატმა უპასუხა:

„აღნიშნულის შესახებ გათვალისწინებულია დეტალურად მოქმედ კანონმდებლობაში, ნორმატიულ აქტებში, მიღება-ჩაბარების აქტებში და იმ ოფიციალურ წერილებში, რაც სისხლის სამართლის საქმეში, დარწმუნებული ვარ, იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ, დაცვის მხარე ყველა შემთხვევაში მოვიპოვებთ აღნიშნულ მტკიცებულებებს.

რაც შეეხებათ დაქვემდებარებულ პირებს, დაქვემდებარებად პირებს, უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, მისი სურვილია, ისაუბროს სასამართლოში. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, მისთვის უცნობია, რაში გამოიხატება სამსახურებრივი გულგრილობა.“– განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ 9 პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაკავებული. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს: ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g