LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა

43

ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა. როგორც “ფორტუნას” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუმარტეს,  საგურამოში, დაზიანებულ მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაოები გუშინ ინტენსიურად მიმდინარეობდა და მოხერხდა წყალმომარაგების განახლება.

წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გახდა საგურამოს სატუმბო სადგურიდან გამომავალი 1400 მმ-იანმა მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში  მომხდარმა სისტემურმა ავარიამ გამოიწვია.

დღეს დილით, დაახლოებით, 06:35 საათზე, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში  მომხდარი სისტემური ავარიის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა  კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში – საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებსა და სატუმბო სადგურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g