LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენტინობა დუბაიში

150
დუბაი

თებერვალი დუბაიში რომანტიკული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული თვეა. 

ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია ვალენტინობის დღე, რომლის აღსანიშნავად შეყვარებულ წყვილებს ქალაქი რომანტიკული ადგილების ფართო არჩევანს სთავაზობს:

სანაპიროზე რომანტიკული ვახშმისთვის Pierchic შესანიშნავი ადგილია, საიდანაც სპარსეთის ყურე და სასტუმრო Burj Al Arab ჩანს, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური რესტორნით.

CÉ LA VI, რომელიც Address Sky View-ის 54-ე სართულზე მდებარეობს, წყვილებს დახვეწილი მენიუთი და მისი ტერასიდან ბურჯ ხალიფას შთამბეჭდავი ხედებით აღაფრთოვანებს.

The Guild წყვილებს ელეგანტურ ატმოსფეროში სამახსოვრო საღამოს ჰპირდება.

Ginger Moon სპეციალურ ორკაციან მენიუსა და დუბაის მარინას ცათამბჯენებზე განსაცვიფრებელ ხედებს,  ხოლო იბერიული და ლათინური სამზარეულოს რესტორანი La Niña Dubai სპეციალურ მენიუს „სიყვარულის ოკეანე“ წარმოადგენს.

გარდა ამისა, მთელი თებერვლის განმავლობაში, Shangri-la Dubai სასტუმროების სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ცნობილი პარიზელი კონდიტერის Maxence Barbot-ის დესერტები, მათ შორის, კარამელიზებული ფაფუკი საკონდიტრო გულები, ვარდისფერი გრეიპფრუტის ჩიზქეიქი და შეფ ბარბოტის საფირმო, ვალენტინობის დღისთვის შექმნილი ვარდის ფორმის დესერტი.

Hot Air Balloon  საჰაერო ბურთით გასეირნება ვალენტინობის დღეს დაუვიწყარ ელფერს მატებს. წყვილებს შეუძლიათ ჩიტის სიმაღლიდან დაინახონ უდაბნო თავისი ბინადრებით – ველური ორიქსებითა და გაზელებით. ფრენის შემდეგ სტუმრებს შეუძლიათ შევარდნებით ნადირობით ისიამოვნონ, უდაბნოში ისაუზმონ და დილის რომანტიკული პეიზაჟებით დატკბნენ.

დუბაის შუაგულში მომღერალი შადრევნების შოუზე დასწრება პაემანს დაუვიწყარს გახდის. შადრევნების შოუები  18:00 საათიდან, ყოველ 30 წუთში ერთხელ იმართება. წყლის ფერადი ჭავლები მუსიკის რიტმში ცეკვავენ. წარმოდგენილია როგორც ტრადიციული არაბული მოტივები, ისე გლობალური ჰიტები. დამატებითი რომანტიკისთვის წყვილებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ ხელოვნურ ტბაზე ან ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ისადილონ.

განათებული ქალაქისგან მოშორებით ქვიშის დიუნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული დასასვენებელი ადგილია The Nest by Sonara-ს გლამურული კემპინგი, რომელიც დუბაის უდაბნოს კონსერვაციის ნაკრძალში მდებარეობს. უდაბნოს ლანდშაფტის სილამაზე, ფუფუნებასთან და კომფორტთან შერწყმული, უნიკალური დიზაინის ძვირად ღირებული საცხოვრებლების სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის.

მთის ქალაქ ჰატტაში მოგზაურობა რომანტიკული უქმეების გასატარებლად საუკეთესო არჩევანია. ეს თვალწარმტაცი ადგილი შესაფერისია ველოსიპედით ან კაიაკით გასეირნებისთვის, აქტიური სპორტისთვის, ასევე ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში Hatta Heritage Village რეგიონის კულტურის შესასწავლად.

ვალენტინობის დღის აღსანიშნავად დუბაის საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრები სტუმრებს განტვირთვასა და გაახალგაზრდავებაში ეხმარებიან, სთავაზობენ რა მრავალფეროვან სპა რიტუალს, დამამშვიდებელი მასაჟიდან დაწყებული გამაახალგაზრდავებელ მკურნალობის ჩათვლით, მაგალითად, Anantara Spa 20%-იან ფასდაკლებას ყველა სპა პროცედურაზე, რომელიც ორი ან მეტი საათის განმავლობაში გრძელდება. Armani/Spa-ში, მთელი თებერვლის განმავლობაში, სპეციალური შეთავაზებაა Damask rose-ზე დაფუძნებული 3 სპა სერვისის პაკეტზე: 30 წუთიანი სხეულის სკრაბი, 50 წუთიანი მასაჟი და ჯორჯო არმანის ექსკლუზიური 50 წუთი სახის მოვლა. Address Sky View იწვევს სტუმრებს, ჩაიძირონ სიმშვიდის ატმოსფეროში Valentine Couple Cocoon სერვისით, რომელიც მოიცავს მედიტაციურ სუნთქვის პრაქტიკებს, სხეულის მთლიან სკრაბს და დამამშვიდებელ სტრესის შესამსუბუქებელ მასაჟს.

დღესასწაულთან დაკავშირებით დუბაი ტურისტებს მრავალრიცხოვან საცხოვრებელ ვარიანტს, ფასდაკლებებს და დამატებით მომსახურებას სთავაზობს.

ქალაქის თებერვლის კალენდარი, ვალენტინობის თარიღის გარდა, სხვადასხვა გამოფენით, ღონისძიებითა და მუსიკალური ფესტივალითაა სავსე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები