LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი კვარაცხელიას პარტიის ყრილობა თელავში ჩაიშალა

98

თელავში მუსიკალური სასწავლებლის შენობასთან, სადაც ვალერი კვარაცხელიას პარტიის “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა უნდა გამართულიყო, საპროტესტო აქცია ჩატარდა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს დაუშვებელია პრორუსული პოლიტიკური იდეოლოგიის  მქონე პარტიის დაფუძნება. მათ ადგილზე სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

აქციისა და აგილზე მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც კვარაცხელიას თანამოაზრე დააკავეს, ყრილობა ჩაიშალა.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტია “სოციალისტური საქართველოს” ხელმძღვანელ ვალერი კვარაცხელიას, მისი თქმით, აუცილებელია შეიცვალოს რუსეთთან ურთიერთობები. კვარაცხელია ამბობს, რომ რუსეთთან აფხაზეთის გავლით  სარკინიგზო მაგისტრალი უნდა აღდგეს.

“ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთთან აფხაზეთის გავლით, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები და საერთოდ ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობას გააჩნია.

ჩვენ ოკუპაციის თემას განვიხილავთ მთლიან კონტექსტში და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. თუ ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ იყოს მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რა თქმა უნდა მივიღებთ მტრობას, ამიტომ ეს პოლიტიკა თავიდან ბოლომდე არის შესაცვლელი,”-განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები