LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხარდასაჭერად დონბასში წასული ოჩამჩირელი მოხალისე დაიღუპა

691
ახრა კირკინაძე

აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხარდასაჭერად დონბასში აფხაზეთიდან წასული მებრძოლი, ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე 31 მარტს, აფეთქების დროს დაიღუპა.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია გამოცემა –„სპუტნიკ-აფხაზია“ სოფლის ხელმძღვანელ ვახტანგ კვარაცხელიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მასთან ერთად დაიღუპა რუსი და ოსი ჯარისკაცი. ასევე, დონეცკში იმყოფება მისი ახლო ნათესავი, რომელიც მძიმედ დაშავდა“, – განუცხადა კვარაცხელიამ „სპუტნიკ-აფხაზიას“.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ამ დრომდე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან უკრაინაში 2000 ათასი სამხედრო გაგზავნა. მათივე ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად, 1200 სამხრეთ ოსეთის მე-4 ბაზიდან, ხოლო აფხაზეთის მე-7 ბაზიდან- 800-მდე სამხედრო გაემგზავრა.