LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

vali.ge-ს კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

vali

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია:

  1. შპს “კრედიტ ექსპერტ ჯორჯია” (სესხის გამცემი: Wandoo.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Credium.ge)
  2. შპს “გრანატ კაპიტალ” (სესხის გამცემი: Netcredit.ge, Moneza.ge)
  3. შპს “გრანატ ინვესთმენთ” (სესხის გამცემი: Vivus.ge)
  4. შპს “პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge, Amica.ge, Moneybus.ge, Wincredit.ge, Moneyman.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Crediton.ge, Lendo.ge, Mamy.ge, Ipuli.ge, Okcredit.ge, Credium.ge, Solva.ge)
  5. შპს “ფინანსური ბიურო” (სესხის გამცემი: Moneza.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Vivus.ge)
  6. შპს “ფინანსური მონიტორინგის ბიურო” (სესხის გამცემი: Vivus.ge)
  7. შპს “ფინანსური სექტორი” (სესხის გამცემი: Ccloan.ge)

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 ათას 483 მსესხებლის, 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,682,200,002 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ბანკები: „საქართველოს ბანკი“ , სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს “ბაზისბანკი”, სს “ტერაბანკი”, სს “კრედო ბანკი”,

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები: შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო” (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge), შპს “ემ.კოლექტორი” (სესხის გამცემი: sohocredit.ge), შპს “კრედიტ ექსპერტ ჯორჯია” (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge), შპს “გრანატ კაპიტალ” (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge), შპს “გრანატ ინვესთმენთ” (სესხის გამცემი: vivus.ge), შპს “პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge), შპს “ფინანსური ბიურო”, სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge), შპს “ფინანსური მონიტორინგის ბიურო” (სესხის გამცემი: vivus.ge), შპს “ფინანსური სექტორი” (სესხის გამცემი: ccloan.ge).

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g