LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალვერდეს დარტყმული ბურთი აივანზე შევარდა: მეპატრონე ბურთს ყიდის

72
maxresdefault

ფედერიკო ვალვერდეს დარტმული ბურთი საცხოვრებელი სახლის აივანზე შევარდა.

მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ 2:3 წააგო ლა ლიგის მე-13 ტურში.
24 წლის ურუგვაელმა მატჩის მიწურულს ძლიერად დაარტყა მეტოქის კარისკენ, მაგრამ ბურთი ჰაერში აიჭრა და სტადიონ „კამპო დე ვალეკასთან“ მდებარე სახლის ერთ-ერთი აივანზე ღმოჩნდა.

„რაიოს“ ფანები ამან ძალიან გაამხიარულა და სკანდირებდნენ: „გოოოლ“.

ბინის მეპატრონემ კი ბურთი გასაყიდად გაიტანა.

„ფედე ვალვერდემ ჩემთან სახლში ბურთი შემოაგდო. ის ცოტა შელახულია დარტყმისგან, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება“, – დაწერა მამაკაცმა და ბურთს ფასიც დაადო – 200 ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები