LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვან გოგის იშვიათი ნახატი აუქციონზე გააქვთ – რომელ ფერწერულ ტილოს იხილავს საზოგადოება

236
gogi

დღეს გაირკვევა, რამდენ მილიონად გაიყიდება ვან გოგის იშვიათი ფერწერული ტილო, რომელიც პარიზში, სოტბის აუქციონზე გადის.

ეს არის ის იშვიათი ნახატი, რომელიც კერძო კოლექციონერის ხელში იყო ამ დრომდე. აუქციონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 100 წელზე მეტია “მონმარტის ქუჩის სცენა” ერთ ოჯახში ინახება, ახლა კი საზოგადოება იხილავს.

ის ვან გოგმა 1887 წელს დახატა, როცა პარიზში გადავიდა და მონმარტზე ცხოვრობდა. მან საფრანგეთის დედაქალაქი 1888 წელს დატოვა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე – 1890 წლამდე ცხოვრობდა.

ეს ნახატი იმ 30 ნამუშევარს შორის იქნება, რომლებიც ასევე დღეს იყიდება აუქციონზე, მათ შორისაა, მოდილიანის, დეგასის და როდინის ფერწერული ტილოები. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g