LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანესა პარადი მეგობარ მამაკაცთან ერთად პარიზში ისვენებს

212

სანამ ემბერ ჰერდთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, ჯონი დეპი გონზე მოდის, მისი ყოფილი მეუღლე, ვანესა პარადი ახალ მეგობარ მამაკაცთან ერთად ერთობა. მომღერალი და მსახიობი არაერთხელ შენიშნეს 43 წლის რეჟისორისა და სცენარისტის, სემიუელ ბენშერტის გარემოცვაში. ამჯერად ფოტოგრაფებმა ისინი პარიზში დააფიქსირეს.

მათზე ვანესა და სემიუელი ხელჩაკიდებულები ქუჩაში სეირნობენ, ერთად ათვალიერებენ ყვავილების მაღაზიას და სხდებიან მანქანაში. პაპარაცებმა რეჟისორი ორი დიდი თაიგულით ხელშიც გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ მათი რომანის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის ნოემბერში გახდა, როდესაც პარადი მისი და ბენშერტის საერთო ფილმში – „ძაღლი“, მთავარ როლზე დაამტკიცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g