LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

108

საავადმყოფო უკვე დატოვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც შესაბამისი გამოკვლევებისთვის “ავერსის კლინიკაში” დღეს გადაიყვანეს.

მერაბიშვილი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით მიიყვანეს, რომელსაც რამდენიმე სახის გამოკვლევა ჩაუტარდა, აცხადებს “ავერსის კლინიკის” გენერალურ დირექტორი, დიმიტრი ჯორბენაძე.

“ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა კლინიკაში. ის ამბულატორიულად იყო შემოსული. ჩაიტარა ის გამოკვლევები, რაც დანიშნული ჰქონდა პირადი ექიმის მიერ. ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორული კვლევები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ექიმის კონსულტაციები. უკვე აღარ იმყოფება კლინიკაში,” – აღნიშნა ჯორბენაძემ.

დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, მერაბიშვილი კლინიკაში დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g