LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატი დღეიდან ოფიციალურად აღარ იქნება

408
24692ccf9261e81dfbdbf70ac34826be-XL

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო მანდატი დღეიდან ოფიციალურად შეუწყდება. კანონმდებლები შესაბამის გადაწყვეტილებას დღევანდელ სესიაზე დაამტკიცებენ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დეპუტატობას დაემშვიდობა – ზარდიაშვილის გეგმებზე არჩილ თალაკვაძე საუბრობს

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა.  თუ ქუცნაშვილის მანდატი სერგეი გავრილოვს შეეწირა, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატი სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან კონფლიქტის გამო აღარაა, თუმცა მან ზოგადი განმარტება გაავრცელა.

“კარგად მოხვდა” – ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]

გადაწყვეტილების მიზეზად ზარდიაშვილმა მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.

ფულადი გზავნილი დედისგან და ნაჩუქარი სახლები მშობლებისგან - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

გარდა სახელფასო, საკრედიტო და ანაბრის ანგარიშებიდან, ზარდიაშვილს 2019 წელს აშშ-დან დედის მიერ თითქმის 35 ათასი დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილი უფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g