LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ზოდელავა სამი თვეა, უგონო მდგომარეობაში იმყოფება

274

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიის შემდეგ გონზე კვლავ არ მოსულა.

როგორც მისმა მეგობარმა, ზაზა შენგელიამ, “ფორტუნას” განუცხადა, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები იმედს არ კარგავენ.

“მას შემდეგ უგონოდაა. არის მომენტები, როდესაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან რთავენ, ორგანიზმი თვითონ არსებობს, რაღაც რეფლექსებიც აღუდგა, თუმცა გონზე არ მოსულა,” – განაცხადა ზაზა შენგელიამ “ფორტუნასთან”.

ექიმები ამბობენ, რომ მის გონზე მოსვლას დრო სჭირდება.

ვანო ზოდელავა სამი თვის წინ ავარიაში მოჰყვა. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – “ოპელის”, “მერსედესისა” და “ჰონდას” მარკის მანქანები, შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც “ოპელის” მარკის ავტომობილს მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები