LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვანრიკ აგრო გრუპი“ წელს 100 ტონა მოცვის ექსპორტირებას გეგმავს

510

შპს „ვანრიკ აგრო გრუპი“ წელს  ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთში 100 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტირებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა არჩილ პაიჭაძემ განუცხადა, „ვანრიკ აგრო გრუპი“ მოსავალს მაისის ბოლოს ელოდება.

”მოსავლის კრეფა თითქმის 2 თვის მანძილზე გრძელდება. მაისის ბოლოდან უკვე დავიწყებთ მოსავლის აღებას და ეს პროცესი ივლისის ბოლომდე გასტანს. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირის ქვეყნებში ლურჯ მოცვს ძირითადად ნედლი, ახალ მოკრეფილი სახით ვაგზავნით. პაკეტებში ფასოვდება და ისე გადის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პროდუქციის გაყინული სახით ექსპორტირებაც გვიწევს”, – აღნიშნა პაიჭაძემ.

მისივე ინფორმაციით,  „ვანრიკ აგრო გრუპის” მიერ წარმოებული პროდუქცია თითქმის 100 პროცენტით საექპორტოა, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდი არ არის. ევროკავშირში მისი გასაყიდი ფასი 1 კილოგრამის შემთხვევაში 8-10 ევროა.

”უცხოეთში ლურჯ მოცვზე მოთხოვნა დიდია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. თუმცა, სამომავლოდ  მაინც ვგეგმავთ მცირე რაოდენობით ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ დიდ სავაჭრო ქსელებში შევიტანოთ”, – აღნიშნა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

როგორც არჩილ პაიჭაძემ განმარტა, კომპანიამ გაფართოებაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ  საპარტნირო ფონდმა ინვესტიციის სახით ლურჯი მოცვის წარმოების პროექტში 2 მილიონი დოლარი ჩადო.

”აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში ვგეგმავთ, პლანტაციები გავაფართოვოთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე გავაქვს 50 ჰექტარის ფართობის პლანტაცია და დამატებით კიდევ 70 ჰექტარზე გავაშენებთ ლურჯ მოცვს”, – განმარტა „ვანრიკ აგრო გრუპის” ფინანსურმა დირექტორმა.

შპს „ვანრიკ აგრო გრუპი“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია საწარმოს ოზურგეთში ფლობს, სადაც სტაბილურად 100 ადამიანია დასაქმებული. მოსავლის კრეფის პერიოდში კი, დასაქმებულთა რაიოდენობა 300-400 კაცია.. “ვანრიკ აგრო გრუპი“ კენკრის ერთადერთი ქართველი მწარმოებელია, რომელსაც  ევროკავშირში გატანისთვის აუცილებელი  საერთაშორისო სერთიფიკატი   „გლობალგეპი“ გააჩნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g