LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი ემსხვერპლა

86

ვანში, სოფელ ზეინდარში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა შინაგან საქმეთა საიმინისტრომ მძღოლი ცოტა ხნის წინ დააკავა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და მე-6 ნაწილებით (იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g