LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთო რა დააშავა ამ პატარა გოგომ სულ რაღაც 21 წლის იყო” – ვანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ემსხვერპლა

375
Untitled

ვანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ ციხესულორთან მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 21 წლის ნანუკა დვალიშვილი და მისი მუცლადმყოფი შვილიც გარდაიცვალა.

“ღმერთო რა დააშავა ამ პატარა გოგომ სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ, გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო ჩვენ რას დაგვიტოვებდა. ასე უნდა დახვედროდი შენს ქმარს გოგო, გაცივებული?! გული გვეწვისს, რა დღე გაგვითენდა ხალხნო ეს რა დაგვემართა, მე რაც მინდოდა ყველაფერი ჩუმად გითხარი უკვე, გზა მშვიდობისა პატარა ანგელოზო, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ბიჭი”- წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები