LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაპირებ ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერას და ჩემი მსმენელის გახარებას“ – გელა სტურუა

626
330438236_1201798057389697_6307680919775522060_n

11 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკაში „მხიარული დილა“ გელა სტურუას სიმღერის „ღვინო, დუდუკი, ქალები“ პრემიერა შედგა. მომღერალი მსმენელს კიდევ ბევრ ახალ სიმღერას დაჰპირდა.

გელა, როგორია 2023 წლის გეგმები?

ვაპირებ ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერას და ჩემი მსმენელის გახარებას. არასდროს ვღალატობ ჩემს მსმენელს, სულ ვანებივრებ და აქედან გამომდინარე, სულ ვმუშაობ და სულ ახალ სიმღერებს ვწერ.

როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

2024-2025 წლისთვის.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ღვინო, დუდუკი, ქალები“, ვის ეკუთვნის ამ ნამუშევრის იდეა?

იდეა მე მეკუთვნის, მუსიკა და ტექსტი ნინო ახვერდაშვილს, არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გელა სტურუა – ღვინო, დუდუკი, ქალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები