LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებთ დღე და ღამე მუშაობას – ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს

47
გიორგი-ვაშაძე

პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს ყავის სმის პარალელური პროცესი იქნება, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გააჩაღა“.

ვაშაძის თქმით, დაიდება ერთმანეთის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები, რომელზე დაყრდნობითაც ევროპელებს ექნებათ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, თუ ვინ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები და ვინ – არა.

“ჩვენ სამოქალაქო სექტორთან კონკრეტულ სამუშაო პროცესზე შევჯერდით.

12-ვე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო პროექტი უნდა დაიდოს, რომელიც ევროპელების რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, გვჭირდება 24/7-ზე მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკოსთან ერთად, რათა სექტემბრისთვის საქართველოს პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონის პროექტების ფართო სპექტრში, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების სისტემური შეხვედრები გაიმართება. კონკრეტული დროით და ვადებით გვექნება ხელდაკაპიწებული მუშაობა იმისთვის, რომ დავდოთ კანონპროექტები, რომელთა მიღებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.

ვისაც იქით პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს, გზა დამილოცნია. ჩვენ ფუჭ შეხვედრებში დროის ხარჯვას არ ვაპირებთ. ვაპირებთ დღე და ღამე მუშაობას, რათა ევროკავშირის მიერ მოცემული საშინაო დავალება შესრულდეს“, – განაცხადა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

mazda magti 5g