LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების შემთხვევაში რეაბილიტაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს: „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

63
პარლამ 22

პარლამენტმა  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომლის საფუძველზეც, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

კანონპროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და მკურნალობისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა.

ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურეობას და რეაბილიტაციას.

„გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს სავარაუდოდ იქნება გადაწყვეტილება და ქვეყნებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ ვაქცინას, რა რაოდენობას და რა თანმიმდევრობით მიიღებს და შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, – განცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე სახელმწიფოს გარდა პასუხისმგებელია, იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დაწესებულება, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები