LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

72
ფჯჯ

ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.

კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კავთისხევში იმყოფებოდა.

მინისტრი ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია, სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლიათ, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

შიდა ქართლში, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც იმყოფებოდა.

ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g