LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის პროცესში ჩართვას 55 წლის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

81
1591616493

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვას 55 წლის ზემოთ პირებიც შეძლებენ. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, რეგისტრაცია 5 აპრილიდან დაიწყება.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმართებაში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ.

ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა.” – განაცხადა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანაერგილი პაციენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g