LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის შეფერხების უკან მოქალაქეების დამოკიდებულება დგას პანდემიის მიმართ: ივანე ჩხაიძე

59
image-2021-09-21-161621

ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია, – ამის შესახებ “რუსთავი-2-ის” ეთერში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

“ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია.” – აცხადებს ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, ამის უკან არ დგას არც ვაქცინების დეფიციტი, არც ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობა.

“ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ვაქცინაციის და პანდემიის მიმართ,”- განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g