“ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებულია როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქსპლატფორმასთან.
“როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. როგორც “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქსპლატფორმასთან.
ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავარძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 000 ვაქცინა და უკვე “კოვაქს პლატფორმიდან” ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება. ეს ვაქცინა რის “სინოფარმი”. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღესვე, მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და 13 მარტიდან ქვეყანაში “ასტრაზენეკას” დათქმული რაოდენობა – 43 200 დოზა შემოვა.