გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში არ ადასტურებენ.
ფორტუნასთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ხინკლის სახლში დაკვამლიანება გამოიწვია სამზარეულოში გამწოვ მილში ჭვარტლისა და ნარჩენების დაწვამ.